კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი ძალიან ამაყია იმ ფაქტის გამო, რომ პეპ გვარდიოლამ გაიმარჯვა ნომინაციაში “2011 წლის საუკეთესო მწვრთნელი”, ხოლო ლიონელ მესიმ – “2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი”. იტყობინება ესპანური მედია.
შეგახსენებთ იმას, რომ პეპ გვარდიოლაც და ლიონელ მესიც აღიზარდნენ “ბარსელონას” ახალგაზრდულ აკადემიაში.
“ძალიან ვამაყობ პეპითა და ლეოთი. ეს წარმატება ჩვენი საფეხბურთო აკადემიის დამსახურებაა. მათ თავიანთი გამარჯვება მიუძღვნეს კოლეგებს: მესიმ – ჩავის, ხოლო გვარდიოლამ – ვილანოვას. ეს მიუთითებს ჩვენი კლუბის წარმომადგენლების უმაღლეს დონეზე აღზრდასა და ჰუმანურობაზე”. დაასრულა როსელმა.


