ესპანურ პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის მთავარი ძალა “ლა მასიაა”.
” მე “ბარსას” სკოლაში მოხვედრისას 12 წლის ვიყავი. ფეხბურთს ყოველდღე ვთამაშობდი. მინდოდა, საუკეთესო ვყოფილიყავი. აქ მე არამარტო ვვარჯიშობდი, არამედ ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებდი. “ბარსელონაში” მყოფი ფეხბურთელების უმეტესობა ბავშვობიდან ამ გუნდში ასპარეზობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ “ლა მასიაში” მყოფ ბავშვებს. “ბარსა ბ”_ს ფეხბურთელებს ვაძლევთ შანსს, რომ პირველ გუნდში გამოიჩინონ თავი. ასე რომ “ბარსას” მთავარი ძალა თავის სკოლაშია.” – განაცხადა გუარდიოლამ.


