“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სონი ანდერსონმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთს” კატალონიელთა თავდამსხმელი, ლიონელ მესი იმსახურებს. ასევე მან დაამატა, რომ ჩავისა და ინიესტას დახმარების გარეშე ლეოს ასეთი წარმატების მიღწევა გაუძნელდებოდა.
“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთი” არგენტინელს უნდა გადაეცეს. მას შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა. იგი ჯობია პლანეტის ყველა ფეხბურთელს, მათ შორის კრისტიანო რონალდოსაც.”_განაცხადა ანდერსონმა
“აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩავისა და ინიესტას ფაქტორიც. რომ არა ეს ორი ფეხბურთელი მესის ასეთი წარმატების მიღწევა გაუძნელდებოდა.”_დასძინა სონიმ.
შეგახსენებთ, რომ სონი ადნერსონი “ბარსელონაში” 1997-1999 წლებში ასპარეზობდა.
“ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა.



