დღეს ციურიხში 2011 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა გამოვლინდება. ლიონელ მესი ერთპიროვნული ლიდერია ხსენებული ჯილდოს ზედიზედ მესამედ მოგების.
მესისთან ერთად “ოქროს ბურთზე” ნომინირებულები არიან ჩავიერ ერნანდესი და კრიშტიანუ რონალდუ თავიანთი ბრწყინვალე ინდივიდუალური შედეგებით. როგორც ავღნიშნეთ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მესი ფავორიტია. სწორედ არგენტინელი იქნა დასახელებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ლეოს “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” წინააღმდეგ გამართა. არგენტინელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება პირველად 2009 წელს მიენიჭა. იგი დაასახელეს საუკეთესოდ 2010 წელსაც.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამად “უეფას” მოქმედ პრეზიდენტს მიშელ პლატინის აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” ზედიზედ სამჯერ. პირველად მან ეს 1983 წელს მოახერხა.
“ოქროს ბურთის” გამარჯვებული გამოვლინდება ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებსა და კაპიტნებს და სპორტული ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით. გამარჯვებულის ვინაობას რუუდ გულიტი დაასახელებს.




