პირველი გუნდის 19 წევრი და ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, ისააკ კუენკა წლის პირველი დერბისთვის ემზადებოდნენ. დღეს დილით ”ნოუ კამპზე” საერთო ჯამში 22 ფეხბურთელი ემზადებოდა.
ყველაფერი მზადაა დღეს ”ესპანიოლთან” გასამართი დერბისთვის. ”ბარსამ” ბოლო ვარჯიში გამართა ”ნოუ კამპზე”. სესიაში მონაწილეობა პირველი გუნდის 19 ფეხბურთელმა და ”ბარსა ბ”-ს წევრებმა, ისააკ კუენკამ, როსელმა და ბალიუმ მიიღეს. უკანასკნელი ორი ფეხბუთელი მატჩის 20 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ვარჯიში მცირე დატვირთვით ჩატარდა, სადაც გუნდმა ბოლო დეტალები შეათანხმა დერბისთვის.
”ნოუ კამპზე” 19 საათზე
ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთად ისადილეს და დასასვენებლად სახლებში გაემართნენ. ადგილობრივი დროით 19 საათზე ფეხბურთელები ”ნოუ კამპზე” შეიკრიბებიან, ხოლო 20 საათზე უკვე ”კორნელა ელ-პრატის” სტადიონზე იქნებიან. შეხვედრა 21:30 საათზე იწყება.


