კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კარდონერიმ ისაუბრა, “სამეფო თასის” 1/4 ფინალის შესახებ, სადაც სავარაუდოდ ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან:
“ წავიდა ის დრო, როდესაც “ბარსელონას” გულშემატკივრებს “რეალთან” მატჩების ეშინოდათ. ახლა ჩვენ ძალიან გვინდა 1/4 ფინალში მადრიდელებთან თამაში. მე ძალიან მიყვარს ამ გუნდთან დაპირისპირება,” ციტირებს კარდონერის სიტყვებს AS.
მოგეხსენებათ დიდი შანსია “დელ რეის თასის” 1/4 ფინალში მორიგი “ელ კლასიკო” ვიხილოთ, რადგან “ბარსამ” თითქმის უკვე გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, ხოლო “რეალი” “მალაგასთან” გაარკვევს ურთიერთობას.



