მატჩის მიმდინარეობისას ბევრი საინტერესო და ძალიან მოულოდნელი მომენტები იყო, რითაც გალამაზდა ეს, ვიტყვი რომ დუელი.
ვილია ”ნოუ კამპზე”
არავინ ელოდა, რომ დავიდ ვილია ოჯახთან ერთად დაესწრებოდა მატჩს. თამაშის ხილვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ დავიდმა შეძლო და შეხვედრას თვალი ლოჟიდან მიადევნა.
გრიპიანი აბიდალი
ფრანგი ფეხბურთელი მატჩის განაცხადში არ მოხდა გრიპის გამო. ამ მიზეზის გამო მან რამდენიმე ვარჯიშიც გამოტოვა. მწვრთნელები ბოლო მომენტამდე ბჭობდნენ, შეეყვანათ ერიკი განაცხადში თუ არა, მაგრამ საბოლოოდ ის მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.
სესკის მესამე დუბლი და 13 გოლი
ბოლოს მან დუბლი ”ლევანტეს” შეუსრულა. ამ ჯერზე მას 20 წუთზე ნაკლები დასჭირდა დუბლის შესასრულებლად. სესკმა მიმდინარე სეზონში ”ბარსას” ბომბარდირებში მეორე პოზიცია გაიმყარა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი სეზონში 19 გოლია. თუკი ფაბრეგასი ამ ტემპში გააგრძელებს რეკორდი მალე დაემხობა.
პუიოლის სტრიპტიზი
გუნდის კაპიტანმა ”ოსასუნას” მეკარესთან შეჯახების დროს შორტი დაიზიანა და დაუფიქრებლად სათადარიგო სკამთან, მთელი ”ნოუ კამპის” თვალწინ გამოიცვალა ის.
მასკერანო – მარცხენა მცველი
არგენტინელი, რომელიც გუნდის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შეიძინა მცველად გადაკეთდა. ამ მატჩში კი ის ახალ პოზიციაზე, მარცხენა მცველად მოგვევლინა. უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებულად.
”ეშმაკების” აგენტი
მარტინ ფერგიუსონი, სერ ალექს ფერგიუსონის ძმა ”ნოუ კამპის” ტრიბუნაზე იმყოფებოდა, სადაც ის მის სკაუტურ ფუნქციებს ასრულებდა.
ლეო მესი გამოვიდა მოედანზე…
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი, როგორც ერიკ აბიდალი გაციებული იყო მაინც გამოვიდა ”ნოუ კამპის” მინდორზე, თუმცა მხოლოდ მეორე ტაიმში.
…და გაიმეორა პედროს რეკორდი
პედრო არა მხოლოდ ”ბარსელონას”, არამედ მსოფლიოს ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 1 სეზონში 6 ტურნირზე შეძლო გოლის გატანა. ახლა მისი მიღწევა ლეო მესიმ გაიმეორა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამეფო თასზე არ ჰქონდა გოლი გატანილი.
”მუცელი მტკივა”
აი ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო თამაში ლეომ ძირითადში. მიუხედავად ამისა მას დუბლის შესრულება არ გასჭირვებია.



