რუბენ როჩინამ მოყვა იმის შესახებ, თუ რატომ გადავიდა “ბარსა ბ”_დან “ბლექბერნში”.
რუბენ როჩინა- ის ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელია, რომელიც “ბარსელონას” აღზრდილია. თავიდან იგი “ვალენსიის” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ “ლა მაისაში” მოხვდა. ახლა კი იგი ინგლისურ “ბლექბერნში” აგრძელებს კარიერას.
იმის შემდეგ, რაც როჩინამ ჩაატარა ძალიან კარგი სეზონი “ჯუვენილ ა”_ში მას ქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ “სე გუნდაში” ეთამაშა “ბარსელონას” სახელით. მას “ბარსა ბ”_ში დებიუტი 2008/09 წლების სეზონში ქონდა. წარმატებით სვლა ფეხბურთელს არც “ბარსა ბ”_ში შეუწყვეტია. შემდეგ გაჩნდა იმის შანსი, რომ იგი პირველ გუნდში თამაშსაც შეძლებდა. რუბენის სამწუხაროდ ეს არ მოხდა. შემდეგ გუნდში მოვიდა კიდევ უფრო ნიჭიერი თაობა, რომლებმაც რუბენი დაჩრდილა. იგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ლუის ენრიკეს გუნდში არ ქონდა სათამაშო დრო, რის გამოც იგი 2011 წლის დასაწყისში ინგლისურ “ბლექბერნში” გადავიდა.
“ბარსელონადან” წასვლა
კატალონიური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა მოყვა იმის შესახებ თუ რატომ წავიდა კატალონიიდან: “ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გუნდი დამეტოვებინა. თავიდან ძალიან წარმატებული ორი სეზონი ჩავატარე, რის გამოც მომეცა შანსი პირველ გუნდში მეთამაშა, რაც ძალიან გამიჭირდა. იქ იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და ვერ შევეგუე იმ მუშაობის იმ ტემპს, როგორიც საჭირო იყო. ამიტომ ისევ “ბარსა ბ”_ში დამაბრუნეს. აქ კი მოვიდა კიდევ უფრო ნიჭიერი თაობა. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაძნელდა. ამიტომ გადავწყვიტე რომელიმე ინგლისურ გუნდში წასვლა. ბოლოს კი არჩევანი “ბლექბერნზე” შევარჩიე, რითაც კმაყოფილი ვარ.” ბოლოს კი დაამატა, რომ იგი “ბარსა ბ”_ში 200 000 ევროს შოულობდა წელიწადში. ამდენივე თანხას, კი “ბლექბერნში” ათ კვირაში იღებს.
მადლობა “ბარსას”
თავდამსხმელმა მადლობა გადაუხადა “ბარსელონას” ყველაფრისთვის: ” “ბარსას” საუკეთესო სკოლა აქვს მსოფლიოში. აქ ძალიან კარგი მწვრთნელები და ფეხბურთელები არიან. ამ მწვრთნელების დახმარებით კი კატალონიაში უდიდესი გამოცდილება შევიძინე, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. “ბარსელონაში” ვისწავლე როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი.”


