”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა უკვე იცის ვის დანიშნავს გუნდის მთავარ მწვრთნელად იმ შემთხვევაში, თუკი ”ბლაუგრანას” ამჟამინდელი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
საუბარი ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელზე, მარსელო ბიელსაზეა. როსელი მიიჩნევს, რომ არგენტინელი სპეციალისტი წარმატებით გააგრძელებს პეპ გვარდიოლას გზას. როსელს იმედი აქვს, რომ გვარდიოლა გაახანგრძლივეს კონტრაქტს, თუმცა ის მის შემცვლელებზეც ფიქრობს. ბიელსას კანდიდატურის განხილვა 2013-14 სეზონისთვის იგეგმება, რადგან პეპ გვარდიოლამ პრეზიდენტს 1 წლით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განუცხადა.

”ბარსელონაში” გვარდიოლას შემცვლელად ბიელსას მიიჩნევენ
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


