”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ აღნიშნა, რომ 2011 წელი შესანიშნავი იყო და საკუთარ თავს მომავალში პროგრესირება და თანაგუნდელებისგან სწავლას უსურვებს.
2011 წლის ბოლო პრეს-კონფერენციაზე ტიაგო ალკატარამ აღნიშნა: ”პირად დონეზე 2012 წელს ჩემი მიზანი პროგრესირება და თანაგუნდელებისგან ცოდნის მიღება იქნება. გუნდურ დონეზე ჩვენ გვსურს წარმატებული გამოსვლის გაგრძელება და წარმატებების მიღწევა”. ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ 2009 წლის მსგავსად ტრიპლეტის მოგება ძალიან რთული იქნება და ასევე გამოხატა კმაყოფილება 2011 წელს მიღწეული შედეგებით. ”ეს შესანიშნავი წელი იყო როგორც პირად დონეზე, ასევე ჩემი ოჯახისთვის. მე და ჩემი ოჯახი ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2011 წელი ასე დასრულდებოდა”.
საუკეთესო მესია
2012 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვის გადაეცემა ”ოქროს ბურთი”, რომლის დაჯილდოებაც 9 იანვარს შედგება. ტიაგო თვლის, რომ ამ ჯილდოს ლეო მესი იმსახურებს. ”მთელი მსოფლიო თვლის, რომ ფავორიტი მესია. ის სპორტის ამ სახეობაში პირველია და მე ვთვლი, რომ ის იმსახურებს ამ ჯილდოს იმ შესანიშნავი წლისთვის, რაც მან ჩაატარა. ის არ იღლება ჩვენი გაკვირვებით. ბურთთან ერთად მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია. ის უნიკალურია და მასთან ერთად თამაში სიამოვნებაა”.
მზადაა ”ოსასუნასთან” მატჩისთვის
თავდაპირველად კი ”ოსასუნასთან” სამეფო თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩია გასამართი. ტიაგო ფიქრობს, რომ პრიმერას მსგავსად ”ოსასუნას” 8:0 განადგურება არ მოხდება. ”ყველა მატჩი განსხვავებულია. ”ოსასუნამ” შეიძლება აბსოლიტურად განსხვავებული თამაში შემოგვთავაზოს, რადგან ისინი ახლა ჩვენ უკეთ გვიცნობენ”.
P.S. 2011 წელს ეს ჩემი ბოლო სიახლეა ბარსამანიაზე, ამიტომაც ახალ წელს გილოცავთ კულეებო!!!



