მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაიოლას მაქსველის ”მილანში” წაყვანა სურს

რაიოლას მაქსველის ”მილანში” წაყვანა სურს

ბრაზილიელმა მცველმა, მაქსველმა შეიძლება დატოვოს ”ბარსელონა”, რადგან მისი აგენტი ცდილობს ფეხბურთელის დარწმუნებას და ”მილანში” გადაყვანას.

მინო რაიოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსველი ”მილანში” უკვე 2 იანვარს გადავიდეს, როცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. აგენტს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს იტალიური კლუბის ხელმძღვანელებთან, სადაც მან უკვე შეძლო ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაყვანა.

თუმცა მაქსველის ”მილანში” გადასვლის შანსები ძალიან მცირეა, რაზეც თავად რაიოლა საუბრობს: ”მაქსველით დაინტერესებული ბევრი კლუბია. ”მილანში” მისი გადასვლა რთული იქნება, რადგან იტალიელებს უკვე ამ პოზიციაზე 2 ძლიერი მოთამაშე ჰყავთ, გალიანის კი ერთ პოზიციაზე ზედმეტი ფეხბურთელები არ სჭირდება. რაც შეეხება მაქსველის სატრანსფერო ფასს, ”ბარსას” მის ტრანსფერში 2 მილიონ ევრომდე თანხის მიღება სურს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში