”გრემიომ” 2 მილიონ ევროდ შეიძლება ”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ენრიკე ადრიანო ბუსი შეიძინოს, რომელიც მიმდინარე სეზონში არენდის წესით ”პალმეირასში” ასპარეზობდა.
ენრიკე ”ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში 8 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში მას შეხვედრა არ ჩაუტარებია. არენდის წესით ბრაზილიელი ფეხბურთელი ასპარეზობდა ”ბაიერში”, ”რასინგში” და ”პალმეირასში”.
ბრაზილიის დასრულებულ ჩემპიონატში ენრიკემ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა შეძლო.


