ფრანგული “ლილის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ ბრაიტნერმა ისაუბრეს კატალონიის “ბარსელონას” იმ ტრიოზე, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს. იტყობინება “უეფას” ოფიციალური ვებ-გვერდი.
რუდი გარსია: “შეუძლებელია ზუსტი პასუხი თქვა იმაზე, საუკეთესოა თუ არა მესი ისტორიაში, ამას დრო გვაჩვენებს. შეიძლება ჩვენ გვაქვს იმის პატივი, რომ ვუყურებთ მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეს”.
პოლ ბრაიტნერი: “ჩავი და ინიესტა – მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები, რომლებსაც ბრწყინვალედ ესმით ერთმანეთის. მათ ტანდემთან ერთად შესანიშნავად ასპარეზობს ლიონელ მესი. ჩავი – ორგანიზატორი და მთავარი წარმმართველი “ბარსელონას” შეტევებისა. ასეთი ფეხბურთელები მხოლოდ 30-40 წელიწადში ერთხელ იბადებიან. დიდი ხნის განმავლობაში ანდრეს ინიესტა “მაესტროსა” და მესის ჩრდილში იყო. ნათლად ჩანს, რომ კატალონიელმა ფეხბურთელმა იმდენად მოახერხა გაზრდა, ბოლო წლებში გაუთანაბრდა ჩავისა და ლეოს. მათ ერთნაირი რეპუტაცია აქვთ”.



