მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაკა: “ბარსა” საუკეთესო გუნდია, რომელთანაც კარიერის მანძილზე მითამაშია”

კაკა: “ბარსა” საუკეთესო გუნდია, რომელთანაც კარიერის მანძილზე მითამაშია”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ ისაუბრა კატალონიის “ბარსელონაზე”. მისი თქმით, “ლურჯ–ბროწეულისფერები” საუკეთესოები არიან, ვის წინააღმდეგაც კი მას ოდესმე უთამაშია. “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე ორი სიტყვა კრიშტიანუ რონალდუზეც განაცხადა და შეაქო პორტუგალიელი.

 

“კრიშტიანუ რონალდუ მაღალი კლასის ფეხბურთელია; შეიძლება ითქვას სრულყოფილიც. ლიონელ მესი ფლობს საკუთარ ბრწყინვალებას, თუმცა რონალდუც საუკეთესოა. მას ბრწყინვალედ შეუძლია როგორც მარჯვენა ფეხით, ისე მარცხენათი თამაში. იგი საოცრად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს. მას პრაქტიკულად არ გააჩნია სუსტი წერტილი.”

 

“რაც შეეხება “ბარსელონას”, ეს არ არის დაუმარცხებელი გუნდი. ჩვენ ესპანეთის თასის ფინალში მოვუგეთ კატალონიელებს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მაინც, “ბლაუგრანა” არის საუკეთესო კლუბი, რომელთანაც კი როდესმე მითამაშია. ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად არიან და ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ.” –ციტირებს კაკას სიტყვებს მადრიდული გამოცემა AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში