მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”ოსპიტალეტი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”–”ოსპიტალეტი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ლამაზი ფეხბურთით მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, თითოეული ფეხბურთელი ძალიან გახარებული იყო. ყველაზე ბედნიერები მაინც ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც პეპის მიერ მიცემული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენეს.

 

პედრო როდრიგესი: “ვგრძნობ, რომ დღითი–დღე ძალა მემატება. ტრავმის შემდეგ, აშკარად მოვუმატე და საკუთარ თავშიც რწმენა დამიბრუნდა. ვიმედოვნებ, შემდეგ წელს 100%–ით მომზადებული შევხვდები. შესანიშნავად მესმის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ძნელია, რადგან ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი თამაშობს გუნდში, რაც ძალიან სასარგებლოა და კარგია. რაც შეეხება “ოსპიტალეტთან” მატჩს, ვიცოდით ადვილი თამაში არ გველოდა, თუმცა როცა სწრაფი გოლი გავიტანეთ ყველაფერი შეიცვალა და ვირწმუნეთ საკუთარ თავებში. ბევრს გაუკვირდა, თუ რატომ თავად არ დავარტყი მეორე პენალტი. როცა თერთმეტმეტრიანი იქნა დანიშნული, ტიაგომ მთხოვა შეეძლო თუ არა მას შეესრულებინა ეს სტანდარტი და მეც ნება დავრთე ისე, როგორც პირველი პენალტისას ჩავიმ და სესკმა მომცეს მე დარტყმის უფლება.”

 

ანდრეს ინიესტა (“ფეუსბუქზე”): “ჩვენ შემდეგ რაუნდში ვართ და ველით კენჭისყრას, რათა გავიგოთ ვინ იქნება შემდეგი მეტოქე. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ის ძალიან მალე გაივლის. ყველას გილოცავთ შობა–ახალ წელს. მადლობთ თქვენი მხარდაჭერისათვის.”

 

ვიქტორ ვალდესი (“ფეისბუქზე”): “მე შობის არდადეგებზე ვარ. ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს. მოგვიანებით სურათებსაც დავდებ. გეხვევით ყველას! ბედნიერად გაატარეთ ეს დრო თქვენს ოჯახთან ერთად.”

 

სერხი რობერტო: “მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ისინი ჩამოვიდნენ და საუცხოო თამაში აჩვენეს. ძალიან დიდი სიამოვნება იყო პირველ გუნდთან ერთად თამაში და გამარჯვება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ყოველთვის ვიბრძვით და არ ვსუსტდებით, თუმცა ასევე ვაფასებთ მოწინააღმდეგესაც.”

 

კრისტიან ტელიო: “ძალიან მონდომებული ვიყავი, რადგან ეს ჩემი დებიუტი იყო “კამპ ნოუზე” და მინდოდა მაქსიმუმი გამეკეთებინა. ნამდვილად ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ეს შესანიშნავი გრძნობაა. ამის მიუხედავად, მშვენივრად მესმის, რომ ჯერ ჩემი ადგილი სარეზერვო გუნდშია. რაც შეეხება სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას, ეს სიურპრიზი იყო, რადგან არ ველოდით ამდენი ხალხის გამოჩენას.”

 

სესკ ფაბრეგასი: “მუხლი ვიტკინე და მაწუხებს, თუმცა კარგად ვარ და მალე გაივლის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2012 წელი კარგი თამაშის გაგრძელების და ახალი თასების მომტანი იქნება. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ 3 თუ 4 საგოლე გადაცემა გავაკეთე, რაც ძლიერ მახარებს.”

 

ანდრეუ ფონტასი: “ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი თამაშით და იმით, თუ როგორ დავასრულეთ წელიწადი. მე მომავალ წელსაც იგივენაირად გავაგრძელებ შრომას. ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავი შრომა და მოცემული შანსების გამოყენებაა საჭირო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში