კატალონიურ “ბარსელონას” დაეწყო არდადეგები მას შემდეგ, რაც გუნდის ფეხბურთელებმა შესანიშნავად, სულ თავისუფლად “კამპ ნოუზე” გაანადგურეს “ოსპიტალეტი” (9:0) ესპანეთის თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩის ეგიდით. ორი შეხვედრის ჯამში, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ 10:0 გამოვიდა და ეს უკანასკნელი გავიდა კიდეც შემდეგ ეტაპზე. ამ დამაჯერებელი მოგების შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა დაასვენოს ფეხბურთელები და აჩუქოს ერთი თავისუფალი კვირა, რათა მათ მოახერხონ და საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ ეს დრო.
როგორც დაგეგმილია, გუნდი ვარჯიშს 29 დეკემბერს დაუბრუნდება. ამ დროისთვის, მათ ჯერ არ ეცოდინებათ, თუ ვინ იქნება მეტოქე კოპა დელ რეის 1/8 ფინალში. უკვე იანვრის დასაწყისში, როცა კატალონიელების მოწინააღმდეგე კლუბი გამოვლინდება, პეპი უკვე უშუალოდ ამ მატჩისთვის მოამზადებს თავის შეგირდებს.
აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ვალდებულია დაუბრუნდეს გუნდს 29 დეკემბერს. ორშაბათს გაშვებული მოთამაშეებიც ამ დროისათვის შეუერთდებიან თანაგუნდელებს (მესი, მაშერანო, ალექსისი, კეიტა, აბიდალი, ადრიანო და მაქსველი).


