მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა 15 დღე ვერ ითამაშებს

ინიესტა 15 დღე ვერ ითამაშებს

როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იტყობინება, ანდრეს ინიესტას 15 დღით მოუწევს ფეხბურთისთვის თავის დანებება, რადგან მან კუნთის ტრავმა მიიღო ესპანეთის თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, “ოსპიტალეტის” წინააღმდეგ. ექიმების თქმით, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” 8 ნომერს მუხლქვედა მყესის კუნთში ტკივილი ტანჯავს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი დაახლოვებით ორი კვირის გაცდენისა.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი მატჩის 27–ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის გოლკიპერს, კრავიატოს შეეჯახა და ხოსეპ გვარდიოლას იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ინიესტას ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა სერხი რობერტო შევიდა.

 

თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც “ბარსას” ექიმები იძახიან, მაშინ ანდრესს მოუწევს კოპა დელ რეის 1/8 ფინალის პირველი ეტაპის გამოტოვება. იგი ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას კატალონიურ დერბში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ, რომელიც 7 ან 8 იანვარს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში