ნეიმარმა მაისური პუიოლს გაუცვალა და მესისაც გამოართვა

ნეიმარმა მაისური პუიოლს გაუცვალა და მესისაც გამოართვა

როგორც კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე თქვა ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელმა ნეიმარმა, მას მაისურის გაცვლა კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანთან, კარლეს პუიოლთან სურდა. როდესაც ხოსეპ გვარდიოლამ პუიოლი 83–ე წუთისთვის გაიყვანა მოედნიდან, ბევრს ეგონა, რომ ნეიმარი ოცნებას ვეღარ აისრულებდა, მაგრამ მან მაინც მიაღწია საწადელს.

 

როდესაც შეხვედრა დასრულდა, ნეიმარი სათადარიგოთა სკამზე მჯდომ პუიოლთან მივიდა და ფორმის გაცვლა სთხოვა. “ბლაუგრანას” კაპიტანმა, რა თქმა უნდა უარი არ უთხრა ახალგაზრდა ვარსკვლავს და ოცნებაც აუსრულა. ამის შემდეგ, ბრაზილიელი მესისაც ეახლა და მასაც გამოართვა ფორმა.

 

ასევე გეტყვით, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მესი დასახელდა და მას “ოქროს ბურთი” გადაეცა. მეორე ადგილზე ჩავი ერნანდესი გავიდა და მან “ვერცხლის ბურთი” მიიღო საჩუქრად. რაც შეეხება “ბრინჯაოს ბურთს”, ეს ჯილდო ნეიმარმა წაიღო ბრაზილიაში პუიოლის და მესის მაისურებთან ერთად.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია