ღირს ვილიას გაყიდვა?

ღირს ვილიას გაყიდვა?

უმძიმესი ტრავმის შემდეგ დავიდ ვილიას მომავალი ისეთივე ნათელი აღარაა, როგორიც იყო. ესპანელი ჟურნალისტები პასუხობენ კითხვას, ღირს თუ არა ვილიას გაყიდვა?


სწორედ ”რეალთან” გამართულმა მატჩმა შეიძლება მოგვცეს პასუხი ვილიას მომავალთან დაკავშირებით. ის, რომ მან ”სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყო რაღაცაზე მიუთითებს. ამან შეიძლება არასაჭირო ჭორები დაბადოს, რომელმაც გუნდის გასახდელზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს. ვილია 30 წლისაა და ის მიჩვეული არაა გუნდში მეორეხარისხოვან როლს ასრულებდეს. ”ვალენსიაში” მას აღმერთებდნენ, ხოლო ესპანეთის ნაკრებში ის წამყვან პოზიციაზეა. თვალნათელია, რომ ”ბარსელონაში” ასე არაა: ასტურიელი სულ უფრო მეტად ექცევა მესის ჩრდილში. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კიდეც მესის და ვილიას შორის დაძაბულობის და გვარდიოლასთან შეუთანხმებლობის შესახებ ინფორმაცია. ალექსისის მოსვლის შემდეგ (ის ”რეალთან” ძირითადში იყო) და კუენკას პროგრესიდან გამომდინარე ვილიას მნიშვნელობა კლუბში ძალიან მცირდება.

თუკი ის საბოლოოდ დაკარგავს ძირითად შემადგენლობაში ადგილს კლუბს სერიოზული პრობლემა შეექმნება, რადგან ამ დონის ფეხბურთელმა არ შეიძლება უბრალოდ ”სკამი ხეხოს”. გვარდიოლა ამას შესანიშნავად ხვდება და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. და საერთოდ ”ბარსას” სჭირდება ვილიას დატოვება და დაძაბულობაზე და გასახდელში კრიზისზე ჭორების გავრცელება, თუ უკეთსია პირდაპირ ასტურიელის გაყიდვა? ვფიქრობ გაყიდვა არც თუ ისე ცუდი აზრია. ალექსის სანჩესი ძალიან ახალგაზრდაა, კეუნკაც დიდ იმედებს იძლევა, ასევე პედრო არ უნდა დავივიწყოთ, ამიტომაც ვილიას შესაძლო წასვლა არარეალურ თემად არ შეიძლება ჩაითვალოს.

 ”ბარსელონამ” არ უნდა გაყიდოს ვილია. მიუხედავად გოლეადორის დაკარგვისა, დავიდს შეუძლია ამჟამინდელ ”ბარსაზე” სარგებლის მოტანა. გულშემატკივრებს უნდა ესმოდეთ, რომ ვილია ”ბარსაში” იმ როლს არ ასრულებს, რაც ”ვალენსიაში” ჰქონდა. იქ ის მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა, ჩვენთან მას პრესინგი უნდა განეხორციელებინა, გაეთამაშებინა კომბინაციები… და დაცვასაც დახმარებოდა! ის ამით ეხმარება თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ლეო მესის, მატყუარა ცხრიანს, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს კატალონიური კლუბისა. მისი ფუნქცია გოლების გატანა არ იყო. შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მას არ უმართლებდა, მაგრამ მან 13 გოლის გატანა შეძლო, რაც არც თუ ისე ცუდია. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი აზრით სიტუაცია ისეთი პრობლემატური არაა, რომ კატეგორიულად ვისაუბროთ გაყიდვაზე.

ვილია იმსახურებს უფრო მეტ ნდობას და განსაკუთრებით მხარდაჭერას. თუკი ის მუშაობდა, ცდილობდა და ბოლომდე იხარჯობოდა, მცირე შეცდომაზე სავსე ”ნოუ კამპის” უკმაყოფილო ხმა არ უნდა გაეგო. ახლა მას უბრალოდ შავი ციკლი აქვს, რომელიც აუცილებლად დასრულდება, თუკი ვილია იქნება მონდომებული და გაექცევა არასაჭირო ზეწოლას და ჭორებს. ის დიდებული იყო ყველა კლუბში სადაც თამაშობდა, მათ შორის ”ბარსელონაშიც”. ამიტომაც ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ და ეჭვი არ უნდა შევიტანოთ მის შესაძლებლობებში. ის გააკეთებს ამას.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია