1963 წლის 12 ივნისს “სანტოსი” “კამპ ნოუზე” სათამაშოდ ჩავიდა ბარსელონაში. ამხანაგურ მატჩში “ბლაუგრანელებმა” მოწინააღმდეგეს 2:0 მოუგეს. ამ დროს ბრაზილიურ გუნდში ლეგენდარული პელე თამაშობდა.
18 დეკემბერს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი თამაშობს ერთმანეთის წინააღმდეგ. ამ მატჩში ოფიციალურად გახდება ცნობილი თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.
1962 წელი “სანტოსისთვის” ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. მათ 5 ტიტულის მოპოვება შესძლეს. ამ წელსვე ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
შემდეგ წელს ბრაზილიურ გუნდს მიეცა საშუალება, ევროპის გუნდებთან ამხანაგური მატჩები ჩაეტარებინა. 12 ივნისს ბრაზილიელები “ბარსას” დაუპირისპირდნენ. კატალონიელები რევანშის აღებას აპირებდნენ, რადგან 1960 წელს ისინი დამარცხდნენ “სანტოსის” წინააღმდეგ, ანგარიშით 4:3. ერთი გოლი ამ შეხედრაში პელემ გაიტანა. ესპანელებმა შეძლეს თავისი მიზნის განხორციელება და მატჩი სასურველი ანგარიშით დაასრულეს(2:0). 1963 წელს “სანტოსმა” 150 ამხანაგური მატჩი გამართა: 10 მატჩი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, 18 თამაშში კი ფრეს დასჯერდნენ, ხოლო დანარჩენ 122 შეხვედრაში მათ წარმატებას მიაღწიეს.
“ბარსასა” და “სანტოსის” შეხვედრები გამოირჩეოდა იმით, რომ სტადიონი სულ გადაჭედილი იყო მაყურებლებით. 1963 წელს გამართულ მატჩს 85 000 ადამიანი ადევნებდა თვალს “კამპ ნოუდან”. მაყურებელი ძირითადად პელეს თამაშის საყურებლად მიდიოდა, მაგრამ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა “ბარსასთან” შეხვედრებში განსაკუთრებული ვერაფერი გააკეთა.
“სატნოსი” და “ბარსელონა” ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ: 1959, 1960, 1963, 1974 და 1998. ეს ის წლებია, როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ამ ხუთიდან ბრაზილიელებმა მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლეს, დანარჩენი 4 კი კატალონიელების სასიკეთოდ დასრულდა.



