დავიდ ვილას საშინელ ტრავმას მისი ახლანდელი და ყოფილი თანაგუნდელები სოციალური ქსელი “ტვიტერით” გამოეხმაურნენ. თითოეულმა მათგანმა ესპანელ გოელადორს გამოჯანმრთელება და მოედანზე დროულად დაბრუნება უსურვა.

 

სესკ ფაბრეგასი: “უფრო მეტად გაძლიერებას გისურვებ გუახე, ჩვენ შენთან ვართ!”

 

ხერარდ პიკე: “გუახე, შენ ძალიან მალე დაბრუნდები! ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ!”

 

ლიონელ მესი: “მეგობარო, ჩვენ ახლოს ვართ! ჩვენ შენთან ვართ!”

 

ანდრეს ინიესტა: “ვიმედოვნებ, მოვახერხებთ ამ ტიტულის შენთვის მოძღვნას! მალე გამოჯანმრთელდი, დავიდ!”

 

სერხიო რამოსი: “მძიმე ტრავმა ნაკრებში თანაგუნდელს, დავიდ ვილას. გამოჯანმრთელებას გისურვებ, გუახე! მალე დაბრუნდი!”

 

ტიაგო ალკანტარა: “ამ საღამოს გახარებულები ვერ ვიქნებით – მალე გამოჯანმრთელდი, გუახე!”

 

კარლეს პუიოლი: “გაძლიერებას გისურვებ, გუახე! მალე ისევ ჩვენთან ერთად იქნები!”

 

ბოიან კრკიჩი: “ძალიან ნაწყენი ვარ ვილას ტრავმით. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისგან შეიძლება მაგალითის აღება. მალე დაბრუნდი, დავიდ!”

 

ბორხა ვალერო: “ჯანმრთელობას გისურვებ, დავიდ!”

 

ხუან მატა: “პიჩო, შენ კიდევ ბევრი გოლი გაქვს გასატანი. შენ ფენომენი ხარ და სულ ასეთად დარჩები. მერწმუნე, მოედანს ძალიან მალე დაუბრუნდები. ძლიერ გაფასებ, მეგობარო!”

 

 

რაც შეეხებათ “ხიხონის” გულშემატკივრებს, მათ მოილაპარაკეს, რომ შაბათს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში “ესპანიოლის” წინააღმდეგ, მე–7 წუთზე აპლოდისმენტების სახით უთანაგრძნობენ ვილას (დავიდის მაისურს ნომერი 7 აწერია და სწორედ ამიტომ მოხდება ეს სასიამოვნო ფაქტი მე–7 წუთზე).

 

 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=znnJLejMlA4]

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია