მატჩი, რომელიც დღეს გაიმართა(“ალ სადი” 0:4 “ბარსელონა”) მე-100 საერთაშორისო თამაში იყო ვალდესისთვის.
ვალდესი არის პირველი მეკარე, რომელმაც “ბარსას” ისტორიაში ასეთ შედეგს მიაღწია. ვალდესის შემდეგ ყველაზე მეტი საერთაშორისო მატჩი სუბისარეტამ ჩაატარა გუნდთან ერთად(69). ზუბიმ მონაწილეობა მიიღო: თასების თასზე, ევროპის თასზე, უეფას თასზე და ევროპის სუპერთასზე.
2004 წლიდან მოყოლებული ვალდესმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა(სამჯერ), ევროპის სუპერთასები და ორი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.



