არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი, შესაძლოა ამერიკული ჟურნალის, “Sports Illustrated”-ის, სახე გახდეს. ხმის მიცემა შეუძლია ნებისმიერ “ფეისბუქის” მომხმარებელს. ბოლო ვადაა 23 დეკემბერი.
ამერიკული გამოცემა “Sports Illustrated” საკმაოდ პრესტიჟულია და იგი არჩევს იმ სპორტსმენს, რომლის ფოტოც მის ყდაზე განთავსდება. ჟურნალის მესვეურებმა საინტერესოდ ჩათვალეს ის კადრი, როდესაც ლიონელ მესი “მანჩესტერის” კარში გატანილ გოლს აღნიშნავს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი მართლაც ძალიან ემოციური იყო ამ დროს.
ხმის მიცემა შეგიძლია მოცემულ ლინკზე: https://www.facebook.com/SportsIllustrated?sk=app_128953167177144 . ხმის მისაცემად ჯერ უნდა “დაალაიქოთ” მოცემული გვერდი, შემდეგ კი ლიონელ მესის სურათი ჩასვათ შესაბამის უჯრაში…



