“ელ კლასიკოს” ეს ბოლო ხანებია ინცედინტის გარეშე არ ჩაუვლია და ამას ხალხი უკვე შეეჩვია. გუშინდელი დაპირისპირება ამ მხრივ შედარებით წყნარი გამოდგა, თუმცა რაღაც მაინც მოხდა. მატჩის დასასრულისას კაკას ნასროლი ბურთი ჩავის თავში მოხვდა. ნასროლი ძლიერი არ ყოფილა, თუმცა უბრალოდ საინტერესოა ეს შემთხვევითობა იყო, თუ ბრაზილიელმა განზრახ გააკეთა. კაკა ნამდვილად კარგი პიროვნების სახელით სარგებლობს და აბსოლუტურად ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი დიდ პატივს სცემს. ასე რომ, ცოტა რთული საფიქრებელია, რომ მან ეს საქციელი განზრახ ჩაიდინა. ნახეთ ვიდეო და თავად შეაფასეთ.

