workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა “ბერნაბეუზე” კვლავ დაუმარცხებელია

გვარდიოლა “ბერნაბეუზე” კვლავ დაუმარცხებელია

გუშინდელი დიდებული გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აგრძელებს წაუგებელ სერიას “სანტიაგო ბერნაბეუზე”. 2008 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ის სათავეში ჩაუდგა გუნდს, მადრიდის “რეალთან” სტუმრად შეხვედრა არ წაუგია. მისი მაჩვენებელი ოთხი მოგება და ორი ფრეა.

 

გვარდიოლას “რეალთან” “ბერნაბეუზე” ოთხჯერ აქვს ნათამაშები “ლა ლიგაში”, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში და ერთხელაც ესპანეთის სუპერთასზე. ” ლა ლიგის შეხვედრებიდან”, “ბარსამ” სამჯერ იმარჯვა: 2:6 2008/09 წლების სეზონში, 0:2 2009/10 წლების სეზონში და 1:3 გუშინ. ერთადერთი პრიმერა დივიზიონის დაპირისპირება, რომელიც ფრედ დაფიქსირდა იყო შარშან, როდესაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ “ბარსამ” 1/2 ფინალში საკუთარ მოედანზე ფრედ, 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად მადრიდელები 2:0 დაამარცხა და “უემბლიზე” თამაშის უფლებაც მოიპოვა, სადაც შემდეგ როგორც მოგეხსენებათ “მანჩესტერ იუნაიტედს” დამაჯერებლად სძლია და თასიც აღმართა.

 

ბოლოს კი, ესპანეთის სუპერთასზე, “ბერნაბეუზე” გვარდიოლას შეგირდებმა ფრედ, 2:2 დაასრულეს შეხვედრა, შემდეგ კი, საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა და კიდევ ერთი თასი მოიპოვა.

 

“რეალის” სტადიონზე, პეპის ხანაში “ბარსელონამ” სულ 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 6 მიიღო საკუთარ კარში. ეს ექსტრაორდინალური შედეგია ექსტრაორდინალური მწვრთნელისთვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward