მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი:” ვილანოვას დაბრუნება სასიამოვნო სიურპრიზია”

ჩავი:” ვილანოვას დაბრუნება სასიამოვნო სიურპრიზია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა ,რომ მისი გუნდისთვის ვილანოვას დაბრუნება სასიამოვნო სიურპრიზია. 

 

ჩავი გამოტყდა, რომ გუნდისთვის სიურპრიზი იყო ვილანოვას გამოჩენა საწვრთნელ ბაზაზე. როგორც იცით ტიტოს ცოტა ხნის წინ ყელის კიბო აღმოუჩინეს და ოპერაციაც გაუკეთეს.

 

“ეს დაბრუნება გუნდისთვის ძალიან სასიამოვნო გამოდგა. ეს საუკეთესო სიახლეა სანამ “ელ კლასიკო” აქტუალურია. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ მას და გვითხრა, რომ ცხოვრებით უნდა დავტკბეთ, რადგან არავინ იცის რა მოხდება. ტიტო ძალიან პოზიტიური ადამიანია.” 

 

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა “ბარსელონას” საწვთნელ ბაზაზე რამდენიმე დღის უკან მივიდა და ეს ფეხბურთელებისთვის სიურპირიზი იყო. თავად ვილანოვამ კი “კლასიკოს” წინ მოტივაცია შემატა “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში