კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, კიდევ ერთხელ განიხილა მისი ლონდონის “არსენალის” დატოვების მიზეზები. ესპანელი ნახევარმცველის თქმით, მან “მეთოფეების” გულისთვის ბევრი რამ გააკეთა და ამის შემდეგ მიხვდა, რომ უკვე სხვაგან წასვლის დრო იყო.
“ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ “არსენალში” ამდენი ხანი გავატარე და ვერანაირი ტიტული ვერ მოვიგე. ჩვენ არასოდეს გვყავდა ისეთი გუნდი, როგორიც “მანჩესტერს” და “ჩელსის”. იქ ფეხბურთელები დიდი ხნის მანძილზე თამაშობდნენ ერთად და თვალდახუჭული ესმოდათ ერთმანეთის. “არსენალში” ყოველ წელს ზოგი მოდიოდა, ზოგი მიდიოდა, ზოგს კიდევ წასვლა სურდა. ასე გუნდის აწყობა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, საჭირო დროს დავტოვე გუნდი. მე “მეთოფეებს” რაც შემეძლო ყველაფერი მივეცი. მოედანზე ფეხ მოტეხილიც მითამაშია. ასევე მაშინაც გამოვსულვარ კლუბის ღირსების დასაცავად, როცა პაპაჩემი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი მოვიდა დრო, როცა მივხვდი, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო ლონდონელთათვის და სწორედ ამიტომ გადავედი სხვაგან. მე არ ვეძებ იოლ გზას. პირიქით, ახლა ორჯერ უფრო მეტად უნდა ვიშრომო, რათა “ბარსელონაში” ძირითად შემადგნელობაში დავიმკვიდრო ადგილი. ახლა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველებს ვეჯიბრები გუნდში ადგილის მოსაპოვებლად.” –ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს ინგლისური გამოცემა FourFourTwo.


