მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებს

აფელაი მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებს

2 თვიანი მკურნალობის შემდეგ, ექიმებმა აფელაის მუხლის ტრავმასთან დაკავშირებით დასკვნა დადეს. როგორც გაირკვა, ყველაფერი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ვინაიდან “ბარსელონას” პირველი გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში მიემგზავრება, გადაწყდა, რომ იბი სამშობლოს მიაშურებს და აღდგენით პერიოდს ჰოლანდიაში გაივლის. მას მეთვალყურეობას “ბარსას” ექიმები გაუწევენ.

 

აფელაი ბარსელონაში 22 დეკემბერს დაბრუნდება და ხელახალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კვლავ სამშობლოში გაემგზავრება და იქ 10 იანვრამდე დარჩება. ამის შემდეგ ის ბარსელონაში ჩავა და ვარჯიშს მოედანზე შეუდგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში