უამრავი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ ლიონელ მესის კიდევ ერთხელ დაასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. შეგახსნებთ, ამ პრიზს არგენტინელი გასული ორი წლის განმავლობაშიც ფლობდა. არგენტინელ ფეხბურთელს მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშეს . მას ისეთი ეპითეტებით ამკობენ, როგორებიცაა: ყოვლისშემძლე, ფანტასტიკური, საოცარი. მესი ”ბარსელონას” ერთ–ერთი უპირობო ლიდერია, მისი ადგილი ”ბარსაში” სამუდამოდ ხელშეუხებელი დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ლეოს ბევრი უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს, თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ჯერ ასე არაა და ყველას აქვს შანსი გახდეს საუკეთესო. იგი ახლა მხოლოდ მომავალ კვირაში გასამართ ელ კლასიკოზე და იაპონიაში ჩასატარებელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფიქრობს. ამ ყველაფერთან ერთად, ლეო მესი FIFA-ს ოფიციალურ საიტს სხვა ბევრ კითხვაზეც პასუხობს.
ახლოვდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ძალიან კარგია ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ეს ტიტული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის უკან ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან კარგად გვახსოვს ის დრო, ძალიან სასიამოვნო წუთები იყო. იმედია, შევძლებთ იგივეს გამეორებას და მსგავს სტილში მოვიგებთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს.
ბევრი თქვენი თანაგუნდელი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა მოიგოთ ეს ტიტული. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ყოველთვის ვართ ვალდებულები რაიმე კონკრეტულ ტურნირზე მაქსიმუმი გავიღოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ. ეს ტიტული ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოდუნების და დასვენების დრო ახლა არაა.
ხანგძლივი ფრენა გავლენას ხომ არ მოახდენს თქვენს კონდინციებზე?
ვფიქრობ, ადამპტირების და დასვენების დრო მოგვეცემა. ჩვენ იქ ჩასვლას რამდენიმე დღით ადრე ვაპირებთ და მგონი, მოვასწრებთ დასვენებას. ხშირად მიწევს სამხრეთ ამერიკაში ჩასვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება. ვფიქრობ, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.
თქვენ და თქვენს თანაგუნდელებს უამრავი მატჩის ჩატარება გიწევთ, მომავალ კვირას მადრიდში მორიგი ელ კლასიკო შედგება. როგორ ფიქრობთ, მოახდენს გავლენას ეს შეხვედრა მომავალ მუნდიალზე?
ჩვენ ვიცით რა შესაძლებლობები აქვს ”რეალს” და რა შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ. მართლაც უამრავი მატჩის ჩატარება გვიწევს და არაა ადვილი კონკრეტული თამაშს შემდეგ ძალების აღდგენა და სხვისთვის მომზადება. ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რას იტყვის ხალხი. ვმოქმედებთ წყნარად, ვართ კარგად შეკრული კოლექტივი და ზუსტად არავინ იცის რა შესაძლებლობები გაგვაჩნია.
ბოლო თამაშებში პეპ გვარდიოლა ძალიან ხშირად იყინეს 3–4–3 ტაქტიკას, რას ფირობთ ამაზე?
ეს ნიშნავს იმას, რომ კონცენტრაცია გვაქვს ბურთის კონტროლზე, რასაც ჩვენი მწვრთნელი უმთავრესად ითხოვს. ვიცით, როცა ბურთს ვფლობთ რა დარტყმას ვაყენებთ მოწინააღმდეგეს. ამით შეგვიძალია ადვილად შევაჩეროთ მათი შეტევები. ის უდიდესი ადამიანია და ყველაზე კარგად იცის, რისი გაკეთება იქნება ჩვენთვის ყველაზე იოლი.
2 წელზე მეტია გვარდიოლა ”ბარსელონაში” მუშაობს, როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას?
იგი მთავარი ფიგურაა. მის მუშაობას დადებითად ვაფასებთ. გვარდიოლა გვავსებს მოტივაციით და კარგად გვისახავს მომავალ გეგმებს. ის ძალიან დიდ ყუდაღებას აქცევს დეტალებს და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას. მას კლუბთან მომუშავე ნებისმიერ პირთან მჭიდრო კავშირი აქვს, იქნება ეს ექიმი თუ მზარეული. პეპის ხელში ჩვენ როგორც ინდივიდუალურად, ისევე გუნდურად მაქსიმუმს ვაკეთებთ და ვართ კარგი გუნდი.
ბევრი ფიქრობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენ გააუმჯობესეთ ბურთის ფლობა, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?
დიახ, მაგრამ მთავარი გუნდურობაა. როცა ბურთს ფლობ იცი, რომ შენს უკან მთელი ”ბარსელონაა”. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ბურთის ტარების მაგივრად, შეგვიძლია 2–3 პასით მოედნის დიდი ნაწილი მოვჭრათ და წინასწარ ვიცოდეთ ვინ სად იქნება.
რას იტყვით ”რეალთან” გასამართ მომავალ მატჩზე?
ეს იქნება დიდებული თამაში. ამ მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუ დადებით შედეგს მივაღწევთ, სეზონის განმავლობაში ამოსუნთქვის დრო გვექნება. ჯერ მოდუნების დრო არ გვაქვს, რადგნაც მალე გველის მოგზაურობა იაპონიაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
იანვარში FIFA Ballon d’Or–ის მოგების ერთ–ერთი მთავარი კანდიდატი ხართ, რამდენად გავსებთ მოტივაციით ეს ფაქტი?
ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ინდივიდუალური ჯილდოები ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდურობას მოაქვს. მთავარია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მოვიპოვო გამარჯვებები და ტიტულები. კანდიდატთა სიაში ჩემი რამდენიმე თანაგუნდელიც შევიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ და შედეგიც სახეზეა.
ფიქრობენ, რომ არგენტინის დროც დადგა…
ამჟამად მოდუნებას ვგრძნობთ. ბოლო დროს ჩვენზე ზეწოლა მოქმედებს, რამაც უარყოფითი შედეგი ბოლივიასთან და ნაწილობრივ კოლუმბიასთანაც გამოიღო. ახლა ივნისამდე შესვენება გვაქვს, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი თამაშია ეკვადორის წინააღმდეგ და ეს მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ.
ბოლო შეკითხვა.რა ხდება თქვენს ცხოვრებაში მოედნის გარეთ, რას საქმმიანობთ ფეხბურთის თამაში გარდა?
როცა ბავშვი ვიყავი ბურთი ყოველთვის და ყველგან თან დამქონდა და არამხოლოდ საფეხბურთო მოედნებზე. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ძნელია მოასწრო სხვა რაღაცეები, როცა ყოველ 3 დღეში თამაშია. მიუხედავად ამისა, ვცდილობ იჯახსაც დავუთმო დრო. ვარჯიშების და თამაშების დამთავრების შემდეგ, ყოველთვის მაქვს მათთან კონტაქტი.



