ბრაზილიული “სანტოსის” თავდამსხმელმა ნეიმარმა, ისაუბრა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–16 ტურის მატჩზე, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. ახალგაზრდა ვარსკვლავის თქმით, იგი მხარს კატალონიელთა ფეხბურთელებს, ადრიანო კორეიას და დანიელ ალვესს დაუჭერს.
“მე ყოველთვის ვქომაგობ დანი ალვესს. ასევე “ელ კლასიკოშიც” მთელი გულით და სულით ვუგულშემატკივრებ მას და ადრიანო კორეიას. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. მათ უყვართ ბურთის კონტროლი, რაც ზედმიწევნით კარგად გამოსდით.” –განაცხადა ნეიმარმა ესპანურ პრესასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ნეიმარმა “სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა მაშინ, როცა მსოფლიო პრესა უკვე წერდა მის სავარაუდო გადასვლაზე “ბარსელონაში” ან “რეალში”.


