გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებმა ისაუბრეს თამაშის შესახებ და ასევე ზოგიერთი მათგანი ორი სიტყვით შეეხო მოახლოვებულ “ელ კლასიკოსაც”.
მაშერანო: “ძალიან კარგია ასეთი ანგარიშით რომ გავიმარჯვეთ. ეს ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს. სწრაფი გოლი გავიტანეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა. მოწინააღმდეგე ამან დააბნია და ამით მშვენივრად ვისარგებლეთ. შეტევაში უფრო ლაღად მოვქმედებდით. ის ფაქტი, რომ “ბარსელონა” ამდენი ხანია არ უშვებს გოლს “კამპ ნოუზე”, ცოტა მოულოდნელიცაა, რადგან სამი მცველით ვთამაშობთ და არა ოთხით. ეს ჩვენი უკანა ხაზის კარგი გამოსვლის დასტურია და ნამდვილად სასიამოვნო მიღწევაა.”
ფაბრეგასი: “ისეთ გუნდებთან, როგორიც “ლევანტეა” უმნიშვნელოვანესია სწრაფი გოლის გატანა. ჩვენ ეს დავალება შევასრულეთ და სწორედ ეს გახდა ასეთი რეზულტატის მთავარი მიზეზი. მატჩი “რეალთან”? იქამდე სამშაბათს გვაქვს სათამაშო “ბატესთან” და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მივყვეთ ყველაფერს და შედეგიც იქნება.”
ვალდესი: “ასეთი კარგი შედეგი საკუთარ მოედანზე ბევრ რამეზე მეტყველებს. ბევრი არ მოელოდა ჩვენგან “კამპ ნოუზე” ზედიზედ 12 მატჩში ბურთის არ გაშვებას. რაც შეეხება “ლევანტეს”, მათ კარგად ითამაშეს და შეხვედრის გარკვეულ ეპიზოდებში პრობლემებიც შეგვიქმნეს. “ელ კლასიკო”? ჯერ “ბატესთან” გვაქვს სათამაშო, მაგრამ დარწმუნებული ვარ მადრიდელებთან დაპირისპირება არ იქნება ისეთი, როგორიც დღეს “ლევანტესთან” იყო.
კუენკა: “მე ნელ–ნელა გავდიოდი ადაპტაციას და ახლა ბევრად უფრო დაწყნარებული ვარ და მოედანზეც უფრო ლაღი ვარ. ყოველთვის ვბრძოლობ, რათა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე ხოლმე. “რეალთან” მატჩი? ჩემი ოცნებაა “ბერნაბეუზე” მათ წინააღმდეგ თამაში. საერთოდ, ამ ყველა დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება “ბარსასთან” ერთად ესეც ჩემი ოცნება იყო. რაც შეეხება “კამპ ნოუზე” 39:0–ს, ძალიან კარგი შედეგია და მადლობა ღმერთს, რომ მოედანი ასეთი დიდია, რაც ორმაგად გვიადვილებს გოლების გატანას.”



