1′ დაიწყო მატჩი. ბურთი ცენტრიდან “ბარსელონას” ფეხბურთელებმა გააგორეს.
3′ “ლევანტეს” მოთამაშეებს ჯერჯერობით ბურთისთვის ფეხი არ შეუხიათ.
4′
გოოოოოოოოოლ. ფაბრეგასი ხსნის ანგარიშს. მასპინძლებმა ჩვეულ სტილში დაიწყეს. ისინი შესანიშნავად აგორავებდნენ ბურთს და საბოლოოდ ინიესტას ძალიან კარგი პასი და სესკი ხსნის ანგარიშს.
5′ ვალდოს დარტყმა და ვალდესი დამაჯერებლად ეუფლება ბურთს.
7′ “ბარსელონა” არის გუნდი, რომელმაც ამ სეზონში საწყის 15 წუთში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (11). მათ მოჰყვება “რეალი” მხოლოდ და მხოლოდ 5 გატანილი გოლით.
9′ სტუმრებმა პრესინგს მიმართეს, თუმცა “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” სწრაფად აიტანეს ბურთი და სიტუაციაც დაიძაბა, როცა სანჩესმა ბურთი საჯარიმოში შეაგდო და არეულობის შემდეგ დატოვა მოედნის ფარგლები. დარტყმა კარიდან.
11′ მესის ძალიან აქტიური თამაში. მან ორი მცველი მოატყუა და ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა იქაც დახვდა ორი უკანახაზელი მოთამაშე და საბოლოოდ დაკარგა ბურთი.
13′ კუენკამ სცადა მეტოქის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდება, თუმცა მოეჭრა და “ლევანტეს” აუტი.
15′ კუენკას კიდევ ერთი ჩაწოდება, შემდეგ მესი საჯარიმოში მყოფ ინიესტას აძლევს პასს, თუმცა ანდრესის დარტყმული არაზუსტია.
17′ “ლევანტეს” ერთ–ერთი იშვიათი შეტევა. გადაცემა კონეზე იქნა გაკეთებული, მაგრამ ვალდესმა დროულად დატოვა კარი და ძლიერი დარტყმით მოიგერია ბურთი.
18′ საპასუხოდ მესიმ გაიბრწყინა. ლეო გაცდა ერთ მცველს და დაარტყა, თუმცა გადაეღობნენ და რიკოშეტის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს.
19′ “ბლაუგრანას” სრული უპირატესობა. კატალონიელები ძალიან ლაღად თამაშობენ.
20′ აქ კი სახიფათო თამაშისთვის “ლევანტეს” კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა ინიშნება.
21′ შესანიშნავად შესრულებული ჯარიმა. ბურთს ფეხი ლეომ შეახო, შემდეგ ჩავიმ კვლავ მას გაუგორა და არგენტინელმაც ძლიერად დაარტყა, მაგრამ მუნუამ მოიგერია, რის შემდეგაც პუიოლი მზად იყო შეეგდო ბურთი კარში, თუმცა ბოლო წამს აუხტა და ვეღარ მოახერხა.
24′ და სანჩესი სასტიკად იქნა წაქცეული კუენკას კარგი გადაცემის შემდეგ და კიდევ ერთი სახიფათო ჯარიმა.
25′
ვენტა (“ლევანტე”) იღებს ყვითელ ბარათს.
26′ ჯარიმა ჩავიმ შეასრულა და ბურთი სტუმართა კარს ზემოდან გადასცდა.
28′ ეს ბოლო წუთები “ლევანტე” შედარებით გააქტიურდა, მაგრამ მატჩი კვლავ “ბარსას” მიჰყავს.
30′
კარლეს პუიოლი კონესთან შეჯახების შემდეგ მოედანზე დაწვა, თუმცა როგორც ჩანს სერიოზული არაფერია და კაპიტანი აგრძელებს თამაშს.
32′ “ლევანტეს” ფეხბურთელები აგრძელებენ უხეშობას. ამჯერად კუენკა იქნა წაქცეული და კიდევ ერთი ჯარიმა.
32′
ბალესტეროსი (“ლევანტე”) იღებს ყვითელ ბარათს.
33′
გოოოოოოოოოოლ. კვლავ ფაბრეგასი. ჩავის ბრწყინვალე ჩაწოდება და სესკის უზუსტესი თავური დარტყმა და 2:0.
36′
და როგორც ჩანს პუიოლის ტრავმა მაინც სერიოზული აღმოჩნდა. იძულებითი ცვლილება. კარლესის ნაცვლად დანი ალვესი შემოდის მოედანზე.
37′
გოოოოოოლ. კუენკა. მესი–ინიესტას გათამაშების შედმეგ ბურთი კუენკას მისდის და ახალგაზრდა ტალანტიც უზუსტესი დარტყმით სამამდე ზრდის თავისი გუნდის უპირატესობას.
40′ დელ ორნო უხეშობს მესის წინააღმდეგ მოედნის ცენტრში.
40′
დელ ორნო (“ლევანტე”) ყვითელი ბარათი.
43′
ფაბრეგასი (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს.
43′ კონეს დარტყმა და ვალდესის კარგი სეივი და კუთხური.
44′ ჩაწოდება საჯარიმოში და ბალესტეროსის დარტყმის შემდეგ ბურთი დიდი მანძილით ცდება მიზანს.
45′ პირველი ტაიმი დასრულდა.
46′
“ბარსელონამ” მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო. ბუსკეთსის ნაცვლად მოედანზე სეიდუ კეიტა შემოვიდა.
48′ მესის პასი ალექსისის მისამართით, თუმცა მუნუა დროულად ტოვებს კარს და არ აძლევს სანჩესს გოლის გატანის უფლებას.
49′ შესანიშნავი ღამაში ფაბრეგასის მხრიდან. სესკი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ალექსისთან კედელი გაითამაშა, რის შედმეგაც ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.
50′ აქ კი მესი გაიჭრა ცენტრიდან, მაგრამ როდესაც საჯარიმოს მიუახლოვდა ბურთი ცოტა წინ გაუვარდა და ამით მცველებმა ძალიან კარგად ისარგებლეს და განმუხტეს სიტუაცია.
53′ მეორე ნახევარში მასპინძლები შედარებით მოდუნდნენ და სტუმრებს აძლევენ ბურთის გორაობის საშუალებას.
54′ კუთხური, რომელიც “ლევანტეს ფეხბურთელებმა კარგად გაითამაშეს და დელ ორნოს თავური დარტყმის შემდეგ ვალდესი ბრწყინვალე სეივს აკეთებს.
55′
გოოოოოოოოლ. მესი. ამ ადამიანის გოლს ბევრი ელოდა და როგორც იქნა. კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაცია. ალვეშის ძალიან კარგი გადაცემა და ლეოც ერთი–ერთზე რჩება მეკარესთან და ოთხამდე ზრდის “ბარსას” უპირატესობას.
58′ კიდევ ერთი საოცარი კომბინაცია. ალვეში კვლავ მესის პოულობს, რომელსაც კუენკა ბრწყინვალე კედელს უთამაშებს და მუნუასთან პირისპირ დარჩენილი ლეო ვერ ახერხებს ბურთის კარში გადაგზავნას.
61′
გოოოოოოოოოლ. სასწაული გოლი გააქვს სანჩესს. უკვე დავიღალე ამდენი “სასწაული კომბინაციის” წერით, ასეთებს უკვე მივეჩვიეთ “ბარსელონასგან”. მესის ჩინებული პასი და ალექსისი მეკერეს თავს ზემოთ უტარებს ბურთს. 5:0.
66′ მესის ჩაწოდების შემდეგ სანჩესმა თავით ძლიერად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, თუმცა მუნუამ დამაჯერებლად ითამაშა.
68′ კვლავ მესის აქტიურობა და მისი დარტყმის შემდეგ მცველებს გამოაქვთ ბურთი კარიდან.
70′ ინიესტას გრძელი პასი, რომელსაც ლიონელი გამოეხმაურა, მარჯვენა ფლანგიდან სცადა შესვლა საჯარიმოში, მაგრამ მცველებმა ითამაშეს კარგად და კუთხური.
72′ კუთხური, ჩვეულებისამებრ გაითამაშეს კატალონიელებმა და გრძელსვლიანი კომბინაციის შემდეგ სანჩესმა ძალიან ლამაზი გადაცემა გაუკეთა კუენკას, რომელსაც მეკარემ დაასწრო.
73′
გვარდიოლა კი ამასობაში ბოლო, მესამე ცვლილებას აკეთებს. დუბლის ავტორის, სესკ ფაბრეგასის ნაცვლად მოედანზე პედრო როდრიგესი შემოდის.
74′ აქ კი მეექვსე უნდა გასულიყო. სანჩესმა საჯარიმოში ძალიან კარგად შეაგდო ბურთი, მაგრამ მესიმ ვერ მიწვდა ბურთს, რათა ცარიელ კარში შეეგდო.
75′
დელ ორნო ტრავმას იღებს და მის ადგილს კაბრალი დაიკავებს.
77′ მესის კვლავ არ უმართლებს. კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ბრძოლა სანჩესმა მოიგო, რის შემდეგაც ბურთი ლეოს მიუვიდა პრაქტიკულად ცარიელ კართან, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
79′ ინიესტას ხვდება ბურთი ხელზე და სახიფათო ჯარიმა “ბარსას” კარის მიმართულებით.
80′ სუარესის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი კედელში მდგომ ფეხბურთელებს მოხვდათ და განიმუხტა სიტუაცია.
82′ მესიმ ერთ მეტოქეს აუარა გვერდი, თუმცა შემდეგ წინ კიდევ დაუხვდნენ მცველები და კუთხური.
83′ ლეოს ჩამოწოდებულ კუთხურს კატალონიელთა მხრიდან არავინ გამოხმაურებია და სტუმრებმა გამოიტანეს ბურთი.
84′ ამასობაში კდევ ერთი კუთხური მოიპოვა არგნტინელმა თავდამსხმელმა.
84′ “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” ამჯერად გაითამაშეს, მაგრამ სახეირო კვლავ არაფერი გამოუვიდათ.
86′ პედროს მიეცა შანსი დიდი ხნის შესვენების შემდეგ გოლის გატანისა, თუმცა მეკარემ აჯობა.
88′ “ბარსელონას”, კერძოდ კი ინიესტას აქ აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს. გვერდითმა არბიტრმა რატომღაც თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ განმეორებაზე ჩანს, რომ ყოველგვარ აფსაიდზე საუბარი ზედმეტია.
90′ ძირითად დროს მსაჯმა მხოლოდ 1 წუთი დაამატა.
90+1′
ვალდესი (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს არბიტრთან შელაპარაკებისთვის.
90+1′ და დასრულდა შეხვედრა. კიდევ ერთი 5:0 “ბარსას” ანგარიშზე. გილოცავთ და მომავალ შეხვედრამდე.



