პეპ გვარდიოლამ ბოლო ვარჯიში ჩაატარა “კამპ ნოუზე” “ლევანტესთან” მატჩამდე. ვარჯიშს პირველი გუნდის 19 და “ბარსა ბ”–ს ერთი ფეხბურთელი ესწრებოდა.
დღეს საღამოს გუნდს ვერ დაეხმარება პიკე, რომელსაც 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა “ლა ლიგაში”, ამიტომ იგი მატჩს გამოტოვებს.
ვარჯიშს დაესწრო ტრავმირებული ადრიანო. მან გუშინდელის მსგავსად გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. “ბარსა ბ”–დან ვარჯიშზე ისააკ კუენკა იმყოფებოდა.
წინასწარი ცნობების თანახმად გვარდიოლამ განაცხადში 18 ფეხბურთელი შეიყვანა. თამაში დღეს 23:00–ზე გაიმართება.
ვარჯიშის სურათები









