მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო “სან პაულუდან” მიდის

რივალდო “სან პაულუდან” მიდის

დღეს, ბრაზილიური “სან პაულუს” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ლეგენდა რივალდო კლუბს დატოვებს. თავად მოთამაშემ კომენტარი გააკეთა ამის შესახებ, სადაც გულშემატკივრებს ქებისთვის, ხოლო პრესას კრიტიკისთვის გადაუხადა მადლობა. ასევე 39 წლის ბრაზილიელმა თქვა, რომ გუნდიდან წასვლა არ ნიშნავს კარიერის დასრულებას და, რომ ის 2012 წლის დასრულებამდე კვლავ დაკავებული იქნება ფეხბურთის თამაშით, თუმცა რომელ კლუბში ეს არ დაუკონკრეტებია.

 

“მინდა ყველას ვამცნო, რომ ამ შაბათს მე ბოლოჯერ ვივარჯიშებ “სან პაულუს” შემადგენლობაში. ამ შუადღისას, კლუბის ხელმძღვანელობამ შემატყობინა, რომ ვეღარ ვითამაშებ მათ რიგებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ნამდვილად კარგი სეზონი ჩამატარებინეს. ასევე მადლობელი ვარ პრესისაც, რადგან სწორედ ჟურნალისტების კრიტიკა მეხმარებოდა ბევრ რამეში. “სან პაულუს” დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ საფეხბურთო კარიერას დავამთავრებ. მე აუცილებლად ვითამაშებ 2012 წლის ბოლომდე.” –განაცხადა “ბარსელონას” ცოცხალმა ლეგენდამ.

 

შეხსენებისთვის, გეტყვით, რომ რივალდომ კატალონიურ გრანდში 1997 წლიდან 2002 წლამდე ითამაშა და 157 ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრაში 86–ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში