ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა პელემ კიდევ ერთხელ აქო და ადიდა “სანტოსის” მოთამაშე ნეიმარი. ფეხბურთის მეფედ წოდებულმა ახალგაზრდა ვარსკვლავი ლიონელ მესის შეადარა და თქვა, რომ იგი ზედიზედ ორჯერ “ოქროს ბურთის” მფლობელზე ბევრად უკეთესი მოთამაშეა.
“თუ მესის და ნეიმარს შევადარებთ, მაშინ პირველი მათგანი ბევრად უფრო ჯობია მეორეს და სრულყოფილიცაა. ახალგაზრდა ბრაზილიელს შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა, მოქმედებს მოედნის ნებისმიერ წერტილში და იტანს გოლებს. მესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველგან თამაში არ შეუძლია. ასევე მას უჭირს არგენტინის ნაკრებში გამოსვლაც. ნეიმარი როგორც კლუბში, ისევე ნაკრებში კარგად თამაშობს. არის თუ არა ის ჩემზე უკეთესი? მეორე პელე არასოდეს არ დაიბადება, მაგრამ მე ჩემს გვირგვინს საუკეთესოს გადავცემ და საუკეთესო კი ნეიმარია.” –განაცხადა მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა.

