workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსისმა 70 წუთის მანძილზე ორჯერ აიღო მეტოქის კარი

ალექსისმა 70 წუთის მანძილზე ორჯერ აიღო მეტოქის კარი

ალექსის სანჩესი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც მოედანზე იყვნენ “ბარსა”-“რაიოს” დაპირისპირებისას. ჩილელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა შეხვედრის 29-ე წუთზე. მან მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, დაამუშავა, მოატყუა ვიზავი და ულამაზესად მოჭრა მეკარისგან მარცხენა კუთხეში. სულ რაღაც 10 წუთში მან კიდევ ერთხელ შესძლო მადრიდელთა დამწუხრება, როდესაც ჩავისგან იდეალური პასი მიიღო ქუსლით და შემდეგ უზადოდ შეასრულა დამაგვირგვინებელი დარტყმა.

 

ალექსისი მარტო ამ ორი გოლის გამო არ იყო საუკეთესო მოთამაშე, არამედ თავისი აქტიურობით. იგი ხშირად ეხმარებოდა თანაგუნდელებს საკუთარ ნახევარზე. ჩილელი ხშირად იცვლიდა ფლანგებს. “კამპ ნოუზე” შეკრებილმა პუბლიკამ ის ოვაციებით გააცილა მოედნიდან, როდესაც 70-ე წუთზე ადრიანო კორეიამ შეცვალა “უდინეზეს” ყოფილი გარემარბი.

 

სამი გოლი

 

28 აგვისტოს ჩილელმა ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა “აზულგრანას” მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში. მან მესამე ბურთი გაუტანა “ვილიარეალს”. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ის შეხვედრა 5:0 მოიგეს საკუთარ არენაზე. სანჩესმა მომდევნო მატჩში, რომელიც “ანოეტაზე” გაიმართა “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო და ცოტა ხნით ჩამოშორდა მინდორს. იგი პირველ ნოემბერს დაუბრუნდა გუნდს და ითამაშა პრაღაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, რომელშიც კატალონიელებმა “ვიქტორია პლზენი” დაამარცხეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward