ანდრეს ინიესტა სრულად განიკურნა ბარძაყის ტრავმისგან და მზადაა ”რაიო ვალეიკანოსთან” სათამაშოდ. მან დღეს სრულად ივარჯიშა სიუტატ ესპორტივაზე.
ანდრეს ინიესტამ ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. ”მილანთან” (2:3) და ”ხეტაფესთან” (1:0) გამოტოვებული მატჩების შემდეგ ესპანელი ნახევარმცველი კვლავ პეპ გვარდიოლას განკარგულებაშია ”რაიო ვალეიკანოსთან”, ზედიზედ სამი გასამართი საშინაო მატჩიდან პირველი შეხვედრის წინ.
ვარჯიში 23 ფეხბურთელით
ინიესტა განიკურნა და დღეს ღამით გუნდთან ერთად ივარჯიშა. პირველი გუნდის 20 ფეხბურთელთან ერთად (იბრაჰიმ აფელაი გუნდს აპრილამდე ვერ ეხმარება) სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი, ისააკ კუენკა, ტელიო და კარმონა იმყოფებოდა.
დოპინგ ტესტი
სესიაზე ფიფას ექიმები იმყოფებოდნენ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ ისინი ფეხბურთელებს ამოწმებენ.



