ლა ლიგის მატჩში პეპ გვარდიოლას განკარგულებაში დაბრუნდნენ ბრაზილიელები: ალვეში და ადრიანო, თუმცა ანდრეს ინიესტა კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა. იგი “ხეტაფესთან” მატჩში ვერ ითამაშებს.
კატალონიის “ბარსელონას” დღეს დილით ივარჯიშა სავარჯიშო კომპლექს “სიუდად ესპორტივა ხუან გამპერზე”. მათ შაბათს გასვლითი თამაში აქვთ “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე”. ადრიანო 10 დღიანი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და 20 კაციან განაცხადშიც მოხვდა, იგი მადრიდში გაემგზავრება. დანი ალვესიც დაუბრუნდა შემადგენლობას, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა “მილანის” წინააღმდეგ. განაცხადშია ასევე “ბარსა ბ”-ს პერსპექტიული შემტევი, ისააკ კუენკა.
ინიესტას გარეშე
ანდრეს ინიესტამ კი “ხეტაფესთან” მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. შეგახსენებთ, რომ ალვეშის მსაგავსად ანდრესმაც გამოტოვა “სან სიროზე” გამართული მატჩი, მაგრამ ამჯერად საქმე ტრავმასთან გვქონდა. “სიკვდილამ” დაზიანება წინა კვირას, “სარაგოსასთან” მატჩში მიიღო (4:0). მიუხედავად აღდგენითი ვარჯიშებისა, მას ტკივილი არ გაუყუჩდა და ანდრესისთვის უმჯობესია დაისვენოს რამდენიმე დღით. მისი თამაში მომავალში დამოკიდებუილია იმაზე, თუ როგორი პროგრესი ექნება.
კატალონიელები დილის 11 საათზე (თბილისის დროით 13 საათზე) გაფრინდებიან “ელ პრატის” აეროპორტიდან და 1 საათში მადრიდში იქნებიან.



