მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯონათან დოს სანტოსი 2015 წლამდე გაახანგრძლივებს

ჯონათან დოს სანტოსი 2015 წლამდე გაახანგრძლივებს

მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველმა, ჯონათან დოს სანტოსი, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს 2015 წლამდე გაახანგრძლივებს. მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება.

 

21 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში გამოდის და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მას დიდი შრომის გაწევა მოუხდა, რათა “ბარსა ბ”-ში მოხვედრილიყო. ხოსეპ გვარდიოლამ იგი მოიხმო პირველ გუნდში და ხშირად ხვდება ხოლმე განაცხადში. შეგახსენებთ, რომ დოს სანტოსმა 3-4 წუთი “მილათან” მატჩშიც ითამაშა.

 

მექსიკელ ბიჭნას დებიუტი “ბარსას” პირველ გუნდში 2009 წელს ჰქონდა ესპანეთის თასის შეხვედრაში. ეს მოხდა 28 ოქტომბერს, როდესაც “ლურჯ-ბროწეულისფერები” წარსდგნენ “კულტურალ ლეონესას” წინაშე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში