მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო, ვილია და ძამბროტა მატჩის შემდეგ

მასკერანო, ვილია და ძამბროტა მატჩის შემდეგ

“მილანი” – “ბარსელონას” დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მატჩზე…

 

ხავიერ მასკერანო: “ჩვენმა დამრიგებელმა 3 მცველით თამაში არჩია, რადგანაც გუნდს უფრო აქტიურად შეეტია მეტოქისთვის. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავით მეტოქის ნახევარზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებით პირველ  ტაიმში გამოჩნდა. ის ძალისხმევა და მხნეობა, რაც ამ გუნდს გააჩნია, არის ისტორიის ნაწილი”.

 

დავიდ ვილია: “ჩვენ საკმაოდ მამაცურად დავიწყეთ მატჩი სამი მცველით, რამაც შედეგი გამოიღო. უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა შეხვედრის პირველ ნახევარში. მოწოდების სიმაღლეზე აღვმოჩნდით, რაცა აუცილებელი იყო, რადგანაც წინ გველის ისეთი მატჩები, როგორებიცაა “ელ კლასიკო” და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი”.

 

ჯანლუკა ძამბროტა: “ჩვენ გათავისებული გვქონდა, რომ ვეთამაშებოდით პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს. ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველი შეხვედრა “კამპ ნოუზე” ფრედ დასრულდა და “სან სიროზეც” ძალიან ბევრი პრობლემა შევუქმენით ოპონენტს. ამ შემთხვევაში სხვაობა გუნდებს შორის არ იყო დიდი. კატალონიელები სივრცეებს ტოვებდნენ კართან და ჩვენ მაქსიმალურად ვცილობდით ამის გამოყენებას. მეორე მხრივ კი, ესპანელებს ბრწყინვალე შეტევის ხაზი ჰყავთ, ამიტომაც ისინი რეგულარულად ქმნიდნენ მომენტებს. ორმხრივი შეტევები იყო და ჩვენც ვქონდა რამდენიმე შანსი. თუკი ფლეი-ოფში ვითამაშებთ ისე, როგორც ეს “ბარსასთან” გავაკეთეთ, ნებისმიერ ოპონენტს დავამარცხებთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში