იტალიური “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ, ესპანურ პრესასთან ისაუბრა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბებზე. სპეციალისტის თქმით, მას დღემდე აოცებს სამი გუნდი. ორი მათგანი თავის დროზე ბრწყინვალე, ლაღ ფეხბურთს თამაშობდა და ქვას ქვაზე არ ტოვებდა. მესამე მათგანი კი, ახლაც საოცრებებს ჩადის და ამ დროისათვის ნამდვილად ბადაალი არ ჰყავს.
“მე ძალიან მხიბლავს ახლანდელი “ბარსელონა”. ისინი ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთით ყველას თავს აყვარებენ და ანიჭებენ გულშემატკივრებს სიამოვნებას. ჩემთვის მსოფლიოში ყველა დროის სამი საუკეთესო გუნდი არსებობს. არ შემიძლია ამ სამეულში არ ჩავთვალო იოჰან კრუიფის “აიაქსი”. ჰოლანდიელები მაშინ საუკეთესონი იყვნენ. ასევე ვფიქრობ ძალიან ძლიერი იყო ჩემი “მილანიც”. მესამე კი, რა თქმა უნდა “ბარსა”, რომელზეც ზევით უკვე მოგახსენეთ.” –განაცხადა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “მილანს” სათავეში 1987 წლიდან 1991 წლამდე ედგა და ამ პერიოდის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.



