მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი – “პუშკაშის” ჯილდოს პრეტენდენტი

მესი – “პუშკაშის” ჯილდოს პრეტენდენტი

ლიონელ მესის გოლების გატანა ჩვევად აქვს ქცეული, თუმცა გატანის გარდა ის მოედანზე ჯადოქრობას სჩადის. სწორედ ამ თვისების გამო, ალბათ ყველასთვის მოსალოდნელად, მესი “ფიფამ” პუშკაშის ჯილდოზე წარადგინა, ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ შეხვედრაში “არსენალის” კარის დალაშქვრის გამო. ლეოს გარდა აღნიშნული ჯილდოსთვის იბრძოლებენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, უეინ რუნი, ნეიმარი, დოს სანტოსი და სხვები. სულ 10 პრეტენდენტია. მათი სია და გოლები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს.

 

“ფიფა” განმარტავს, რომ კომიტეტმა სიაში შეტანილი 10 გოლი შემდეგი მონაცემებით შეარჩია: “ესთეთიკური ხარისხი და მნიშვნელობა იმ მატჩისა, რომელშიც აღნიშნული გოლი იქნა გატანილი, ასევე მეტოქე გუნდის მიერ დაშვებული შეცდომებისა და უიღბლობის ნაკლებობა, სამართლიანი თამაში.”

 

5 დეკემბერს პრეტენდენტების სია სამამდე შემცირდება, რის შემდეგაც მომხმარებლებს თავიდან ექნებათ ხმის მიცემის საშუალება. გამარჯვებულის ვინაობა 9 იანვარს, “ფიფას” გალა დაჯილდოვებაზე გამოვლინდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში