მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საკი: “მარადონა გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო, მესი კი მისი გამგრძელებელია”

საკი: “მარადონა გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო, მესი კი მისი გამგრძელებელია”

იტალიური “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, პარალელი გაავლო კატალონიის “ბარსელონას” ათიანს, ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრების ყოფილ ათიანს, დიეგო არმანდო მარადონას, შორის. იტყობინება ესპანური პრესა.

 

“მესი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ დიეგო უნიკალურია. ლეო უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა და შეუძლია პარტნიორებთან ერთად შესანიშნავი შოუ დადგას, მაგრამ მარადონა თვითონ ჰქმნიდა თამაშებს. ის გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო და ლიონელი მისი გამგრძელებელია”. დაასრულა არიგო საკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ არიგო საკის “მილანი” ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა მეოცე საუკუნეში და მას მართლაც თითით საჩვენებელი გუნდი ჰყავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში