მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვან ბასტენი: “მესი – თავმდაბალი ლიდერი”

ვან ბასტენი: “მესი – თავმდაბალი ლიდერი”

ფეხბურთის ლეგენდა, მარკო ვან ბასტენი, როგორც ბევრი სხვა, თვლის, რომ ლიონელ ანდრეს მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო”.

 

ამის შესახებ ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდაბ განაცხადა: “დღესდღეობით ლიონელზე უკეთესი არავინაა. ის ფენომენალური ფეხბურთელია, რომლის თამაშის ახსნაც შეუძლებელია. ოქროს ბურთი მას ეკუთვნის”. აცხადებს მარკო ვან ბასტენი.

 

“ამასთან ერთად, ეს ბიჭი ძალიან თავმდაბალია. 24 წლის ასაკში მან უკვე მოიგო ის, რაზეც ყოველი ფეხბურთელი ოცნებობს. ლიონელ მესი ნამდვილი ლიდერია, რომელიც თავისი ძალით ატარებს არამარტო “ბარსელონას” არამედ მთელ არგენიტინის ნაკრებს ისევე, როგორც ამას აკეთებდა რამდენიმე წლის წინ დიეგო მარადონა”. დაასრულა ჰოლანდიელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში