მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელე: “ჩემი “სანტოსი ამ “ბარსელონაზე” ბევრად უფრო ძლიერი იყო”

პელე: “ჩემი “სანტოსი ამ “ბარსელონაზე” ბევრად უფრო ძლიერი იყო”

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და ამ სპორტის ღმერთად წოდებული პელე, აგრძელებს საინტერესო კომენტარების გაკეთებას კატალონიის “ბარსელონას” და ამ კლუბის ფეხბურთელების მიმართ. ამჯერად შავკანიანმა ლეგენდამ თავის დროინდელი “სანტოსი” და ახლანდელი “ბარსა” შეადარა და თქვა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” ახლოსაც კი არ არიან იმ ფეხბურთთან, როგორსაც მაშინ მისიგუნდი თამაშობდა.

 

“მესმის, რომ “ბარსა” დღეისათვის საუკეთესოა და მათ წინაშე ქედს ვიხრი, მაგრამ კატალონიელები ჩემს დროინდელ “სანტოსთან” ახლოსაც კი არ არიან. ჩვენ მსოფლიოში პირველები 15 წლის მანძილზე ვიყავით, “ბლაუგრანა” კი სულ რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა ასპარეზზე და პრეტენზია აქვს პირველობაზე. აქედანაც კარგად ჩანს, რომ იმ დროინდელი ბრაზილიული გრანდი ახლანდელ “ბარსელონას” ჯობია.” –განაცხადა პელემ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ედსონ არანტე დო ნასიმენტომ  “სანტოსში” 18 წელი გაატარა და 605 ჩატარებულ ოფიციალურ მატჩში 589 გოლის გატანა მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში