მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფიგუ: “რეალში” გადასვლა შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო”

ფიგუ: “რეალში” გადასვლა შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო”

ერთ დროს კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრების კუმირმა, შემდეგ კი იუდად წოდებულმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მხრიდან შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო “ბლაუგრანას” დატოვება და მადრიდის “რეალში” გადასვლა. პორტუგალიელმა ასევე გაიხსენა მისი პირველი მატჩი “კამპ–ნოუზე” თეთრი მაისურით.

“როდესაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ვესაუბრებოდი ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით, მათ შეიტყვეს, რომ მე “რეალში” გადასვლა ვამჯობინე და ამაზე შეფიქრიანება უკვე დაგვიანებული იყო. მადრიდში ბევრი ტიტული მოვიგე და გავიჩინე კარგი მეგობრები. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ ჩემი “ბლანკოსში” გადასვლა შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება თეთრი მაისურით პირველ მატჩს “კამპ–ნოუზე”, მე ყველაფრით სრული ადამიანი არ ვარ და არც მინდა ვიყო, მაგრამ ნამუსი და კაცობა ნამდვილად გამაჩნია.” –განაცხადა ფიგუმ.

როგორც მოგეხსენებათ, ლუიშმა “ბარსელონაში” 1995 წლიდან 2000 წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც გადაბარგდა “რეალში” და იქაც ასევე 5 წელი გაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში