მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, კმაყოფილია თავისი გუნდის გამოსვლით და დიდი ამბიციებით ხვდება მომდევნო დაპირისპირებებს. ამ დროისათვის, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე მიიჩნევს, რომ თუ მისი გუნდი ასეთივე ჟინით გააგრძელებენ თამაშს, მაშინ ტიტულები თვითონვე მოვა.
“თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ თამაშს შემდეგ მატჩებშიც, მაშინ აშკარაა, რომ ტიტულებსაც მოვიპოვევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” ქულების რაოდენობით ვჯობნით, რადგან ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “რეალს” ახლა “ბარსელონა” არ ანაღვლებს. “ელ კლასიკომდე” კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და “ლურჯ–ბროწეულისფერებთან” რევანშზე ფიქრი ჯერ ადრეა.” –ციტირებს რონალდუს სიტყვებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “რეალი” “ვალენსიას” ესტუმრება, ხოლო “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “სარაგოსას” მიიღებს.



