
“ბარსელონას” ვარსკვლავმა ჩავი ერნანდესმა გაიხსენა “საუთჰემპტონის” ლეგენდარული ნახევარმცველი. ჩავიმ განაცხადა, რომ მისი ბავშვობის გმირი მეთიუ ლე ტისიერი იყო.
ესპანელმა ფლეიმეიკერმა Sun-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ყოველთვის აღაფრთოვანებდა ინგლისელის ექსტრაორდინალური გოლები.
“ეს არის ფეხბურთელი, რომლის ყურებაც ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ამ უძლიერესი ფეხბურთელის თამაშისა და მისი არაორდინალურად გატანილი გოლები შესანიშნავი საყურებელი იყო ტელევიზიით.” განაცხადა ჩავიმ.
“მისი ტალანტი ცილდებოდა ყოველგვარ ნორმას, დრიბლინგის გარეშე მას შეეძლო გაცდენოდა 7-8 ფეხბურთელს და ეს ამას თითქმის სიარულით ახერხებდა, ეს ჩემთვის დღესაც დაუჯერებელია.
ჩვენ გვქონდა გადაცემა ესპანეთის ტელევიზიაში, რომელშიც აჩვენებდნენ ყველაზე ლამაზ გოლებს მთელი ევროპის მასშტაბით, ის ამ გოლებში ყოველთვის ფიგურირებდა. მე მხოლოდ 9 თუ 10 წლის ვიყავი, როდესაც ის გახდა ჩემი იდეალი ფეხბურთში.”
მეთიუ ლე ტისიერი ინგლისელი ნაცევარმცველი გახლდათ, რომელსაც საუთჰემპტონის გარდა არცერთ კლუბში არ უთამაშია. მან ამ კლუბის მაისურით 1986 წლიდან 2002 წლამდე ჩაატარა 444 მატჩი და გაიტანა 162 გოლი, რაც ნახევარმცველისათვის მართლაც და დაუჯერებელი შედეგია. სასიხარულოა, რომ ყველაზე მეტად ჩავი თავის იდეალს საკუთარი კლუბის ერთგულებაში დაემსგავსა და მის მგავსად კარიერის “ბარსელონაში” დასრულებას აპირებს.

soccerway.com