მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი კოლუმბიასთან თამაშით კმაყოფილია

მესი კოლუმბიასთან თამაშით კმაყოფილია

კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ლიონელ მესი, კმაყოფილია მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო მატჩში მოპოვებული გამარჯვებით. როგორც მოგეხსენებათ, არგენტინა კოლუმბიას ესტუმრა და პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, მატჩი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და საბოლოოდ 2:1 იმარჯვა.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მითუმეტეს, ბოლივიასთან სახლში ვერ მოვიგეთ და გასვლაზე, მოწინააღმდეგის სტადიონზე თამაში ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ვეცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რათა წარმატებისთვის მიგვეღწია. ყოველთვის ვცდილობთ კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, მაგრამ ზოგჯერ არ გამოგვდის. ვფიქრობ ეს 3 ქულა წარმატებების ერთ-ერთი საწყისი ფაზაა და ასეთივე ჟინით გავაგრძელებთ გამოსვლას.” -ციტირებს მესის სიტყვებს გამოცემა Ole.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში