კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” საუკეთესო ახალგაზრდული აკადემია აქვს.
ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პუიოლი – ყველა ხსენებულმა ფეხბურთელმა გაიარა “ლა მასია”, “ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემია.
“თუ გინდათ, რომ გუნდში გყავდეთ კარგი ფეხბურთელები, ამისთვის არსებობს ორი ვარიანტი: თავად აღზარდოთ ისინი, ან სხვა კლუბებიდან იყიდოთ დიდი თანხის სანაცვლოდ. ჩვენ ცალსახად პირველ ოფციაზე ვართ ორიენტირებულნი.”
“”ლა მასია” ზრდის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს. ბედნიერები ვართ, რომ მათ ძალისხმევას ვანაზღაურებთ, ვინაიდან “ბარსელონას” მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.” – ამაყად განაცხადა როსელმა.
“ჩვენი მიზანია, მუდამ ასეთი წარმატებული კლუბი ვიყოთ. მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიციები როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.”



